საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

    5 აგვისტოს, 20.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

     

    5 აგვისტოს, 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2024 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც საფუძველი ჩაეყრება თსუ კურსდამთავრებულთა ხეივანს.

     

    30 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან  ერთად.

     

    ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ  ფაკულტეტებზე  30 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე.

     

    მანტიები გაიცემა:

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპუსი, ოთახი №208;

    მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ  5 აგვისტოს (თსუ I კორპუსი, I სართული, დერეფანი ჭავჭავაძის მხარეს), 6 და 7 აგვისტოს 11.00-დან  16.00 საათამდე - ფაკულტეტებზე, მითითებულ მისამართებზე.  კაშნეებს უნივერსიტეტი  სამახსოვროდ გადმოგცემთ.

     

    ღონისძიების შემდგომი წვეულება ,,After Party” გაიმართება 5 აგვისტოს, 22:30 საათზე, კუს ტბაზე, "ცისკარის" სივრცეში. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: Mechanical Rainbow, DJ Haverdi, DJ Mazana.

     

    გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 23/07/2024